საქმიანობის სფეროები

პროფესიული განათლების სექტორის მდგომარეობის აღწერა

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების სექტორში მნიშვნელოვანი წინსვლაა, განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო კვლავაც დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე:

• არსებობს საჭიროება, რომ აღმოიფხვრას სტრუქტურული სისუსტეები, აღსანიშნავია შიდა მართვის სისტემები,პროფესიული განათლების სისტემების დაფინანსება, ურთიერთობა პროფესიული განათლების სისტემას, საშუალოსკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის;
• პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სფეროს სტატუსი ისევ სუსტია. ეს გამოხატულია პროფესიულ განათლებაზედაბალი მოთხოვნით, სტუდენტების მიერ საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის მინიჭებული უპირატესობით. შესაბამისადდამქირავებლებსაც არ სჯერათ პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ უზრუნველყოფილი ტრენინგებისდონის შესაბამისობის მათ მოთხოვნებთან;
• სუსტია კავშირი პროფესიული განათლების პროგრამებსა და არსებულ და მომავალ შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის;
• მოძველებულია საკვალიფიკაციო სისტემა და სასწავლო პროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობამიმდინარეობს ხარისხის კონტროლის გამკაცრებით, მასწავლებლების ტრენინგების გაუმჯობესებით, ახალი მოდულარულიმიდგომის პილოტირებით პროფესიული განათლების პროგრამებში, მაინც საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი, მაგალითადსაჭიროა პროფესიული ტრენინგების ინსპექციის/შეფასების შექმნა;
• შეზღუდული კავშირია განათლებისა და დასაქმების სექტორებს შორის; სწავლება ძირითადად ხდება საკლასო ოთახში,შეზღუდულია უშუალო სამუშაო გამოცდილების მიღების და მუშაობის პროცესში სწავლის შესაძლებლობა;

პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის მონახაზი (2013-2020) მომზადდა ევრო კავშირის დახმარებით და მასთან დართული აქვს დეტალური სამოქმედო გეგმა (2013-2017). ორივე დოკუმენტის ოფიციალური დამტკიცება მოხდა 2013წლის დეკემბერში. პროფესიული განათლების 2018-2020 წწ. სამოქმედო გეგმის  დეტალური დაგეგმვა მოხდება შუალედურიშეფასების საფუძველზე, რომელიც ჩატარდება 2017 წ. სტრატეგიის საერთო ამოცანებია ხელი შეუწყოს პროფესიულიგანათლების სისტემისა და შრომის ბაზრის საჭიროებების შერწყმას, უზრუნველყოს პროფესიული განათლებისკურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა სათანადო, კარგად ანაზღაურებად და პიროვნულადდამაკმაყოფილებელ პოზიციებზე. ამ ამოცანების მიღწევა მოხდება იმ ღონისძიებებით, რომელიც შემუშავებულია: მაღალ-ხარისხიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის, სადაც ასახული იქნება არსებული დასამომავლო შრომის ბაზრის საჭიროებები; პროფესიული განათლების მასწავლებელთა თანამედროვე პედაგოგიური უნარებისგანვითარება; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიარებული დაჯილდოებისა და კვალიფიკაციის სისტემისჩამოყალიბება; კარგად დაფინანსებული, კარგად აღჭურვილი და კარგად მართული პროფესიული განათლების საჯარო დაკერძო მომწოდებლების მოქნილი ქსელის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლებისა და გადაზადების, როგორც პიროვნულიდა პროფესიული განვითარებისთვის მიმზიდველი და დაფასებული საშუალების, იმიჯის გაძლიერება; და სოციალურიპარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პროფესიული განათლების პოლიტიკის განვითარებასა დაგადაწყვეტილების მიღებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განავითარა ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური სისტემა პროფესიულიგანათლების მართვისა და განხორციელებისთვის და მოიპოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება პროფესიული განათლებისსისტემის შემუშავებასა და მონიტორინგში, სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის (2009-2012) შემუშავებისას.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი პასუხისმგებელიაპროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრაზე, მის  კოორდინაციასა და მართვაზე. დეპარტამენტი შედგება სამიგანყოფილებისაგან (პოლიტიკის, მონიტორინგისა და სოციალური პარტნიორობის განყოფილებები). განათლებისა დამეცნიერების სამინისტროში არის ექვსი დაქვემდებარებული სააგენტო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულიცენტრი  (NCEQE), მასწავლებელთა პროფესიული განათლების ცენტრი (NTPDC), განათლებისა და სამეცნიეროინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA), განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS),საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (OROEI), და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC),რომლებიც მონაწილეობენ პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებაში, მართვასა და განხორციელებაში.ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (2012-2013) “პროფესიულ სასწავლებლებში ხარისხის გაზრდა დაშესაძლებლოებების განვითარების“ შედეგების საფუძველზე NCEQE-ს დაევალა მოდულარული პროფესიული განათლებისსასწავლო გეგმის  პილოტირება და ჩართვა პროფესიული განათლების ინსტიტუტების სასწავლო პროგრამაში და ასევეპროფ. განათლების საკვალიფიკაციო და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გადახედვა, რომ მოხდეს მათიევროკავშირის კვალიფიკაციასთან შესაბამისობაში მოყვანა და მობილობისა და კვალიფიკაციის აღიარების ხელშეწყობა.

აკრედიტებული საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის შესახებ მონაცემები, რომელთა შეგროვებახდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, აჩვენებს რომ კერძო სექტორი სწრაფად ვითარება.ამჟამად არსებობს 50 კერძო ადგილობრივი კოლეჯი და 19 კერძო პროფესიული კოლეჯი. საჯარო სექტორში პროფესიულიგანათლების მიმწოდებელთა რაოდენობა 2009 წლიდან შემცირდა რეორგანიზაციის, გაერთიანებებისა და პრივატიზაციისშედეგად. ამჟამად არსებობს 21 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი (შერეული ტიპის პროფესიული კოლეჯები – 11,ადგილობრივი კოლეჯები -9). საინფორმაციო ცენტერბი შეიქმნა 2011 წელს, რომ მომხდარიყო საჯარო პროფესიულიგანათლების სასწავლებლებში რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცესის მართვა. საჯარო და კერძო პროფესიულსასწავლებლებში დაახლოებით 14 280 სტუდენტია რეგისტრირებული.

 

შრომის ბაზრის სექტორის მდგომარეობის აღწერა

ქართული შრომის ბაზარი ამჟამად დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე:
• გრძელვადიანი სტრუქტურული უმუშევრობა, რომელიც გამოწვეულია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაწყებულისამრეწველო ბაზების ნგრევით;
• შრომითი რესურსების გამოუყენებლობა, რაც გამოწვეულია შრომის უნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის ნაკლებიმონაწილეობით;
• დაბალი დამატებითი ღირებულებისა და დაბალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების სიჭარბით, რასაც ადგილი აქვსუმეტესად სოფლის მეურნეობაში, საჯარო სამსახურებში, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში;
• პირდაპირი უცხოური ინვესტირებისათვის ხელსაყრელი პირობების, შრომის ბაზრის ინტენსიური დერეგულაციის,ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი ლიბერალური მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობის მიუხედავად, მაინც არსებობსახალი სამუშაო ადგილების დეფიციტი და დამსაქმებლები კვლავაც საუბრობენ იმაზე, რომ ვერ პოულობენ შექმნილისამუშაო ადგილებისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს.
• არსებობს სწორი გაგების/ინფორმაციის აშკარა ნაკლებობა არსებული შრომის ბაზრის სტრუქტურის შესახებ, შრომის ბაზრისმოთხოვნის რეალური და პოტენციური ზრდის მაჩვენებლების შესახებ,  შეზღუდულია სამუშაოს მაძიებელთათვისარსებული მხარდაჭერის სერვისები;
• შეზღუდულია კოორდინაცია საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების პოლიტიკასა და დამსაქმებლისსაჭიროებებსა და მოლოდინებს და პოტენციურ და არსებულ დაქირავებულებს შორის.

2006 წ. იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა სახელმწიფო დასაქმების მომსახურეობა ცენტრალურ და ადგილობრივდონეზე, დახურა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროში და გაატარა ძალიან ლიბერალური/მოქნილი შრომის ბაზრის პოლიტიკა. ამისაგან განსხვავებით, ახალხელისუფლებას აქვს უფრო ინტერვენციონალისტური მიდგომა: ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში; მუშავდება ახალიჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციები; გრძელდება შრომის ბაზრის სტრატეგიის განხორციელება.  არსებულისტრატეგია შემუშავდა, როგორც შუალედური დოკუმენტი, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გადაუდებელი ღონისძიებებისგატარება უმუშევრობის დასაძლევად.

2013 წლის თებერვალში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა ახალი, შრომისა დადასაქმების პოლიტიკის, განყოფილება. მასში შედის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობისა და შრომისბაზრის ანალიზისა და დასაქმების ხელშეწყობის განყოფილებები. სამინისტროს შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვსდასაქმებისა და შრომის ბაზრის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში და აღიარებს, რომ მას სჭირდება დახმარებაინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარებაში, განსაკუთრებით პოლიტიკისდამუშავებასთან, ხარჯთაღრიცხვისა და მონიტორინგთან მიმართებაში. ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულებაში ჯანდაცვისადა უსაფრთხოების საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს დაუყოვნებლივ სჭირდება მისი საკანონმდებლო დოკუმენტების შემუშავების შესაძლებლოების განვითარებადა შრომის ინსპექტირების მომსახურების გაძლიერება.

დასაქმების მომსახურების გაწევის ფუნქცია გადაეცა სოციალური მომსახურების სააგენტოს. სოციალური მომსახურებისსააგენტოს წესდება ახლახანს იქნა შესწორებული და სააგენტოს მიენიჭა მნიშვნელოვანი როლი დასაქმების ხელშეწყობისსამსახურის აქტივობების კოორდინაციაში ცენტრალურ და რაიონულ დონეზე, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემისშესაქმნასა და შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკისასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისზედამხედველობაში.

ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმებისტექნიკური დახმარების პროექტი მხარს უჭერს საქართველოს სექტორულირეფორმის გატარებას შრომის ბაზრის / დასაქმების და პროფესიულიგანათლებისა და გადამზადების სფეროებში. საქართველოს მთავრობაისწრაფვის ამ სექტორების პოლიტიკის საერთაშორისო და განსაკუთრებითევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისაკენ. მნიშვნელოვანიავიცოდეთ თუ რა პოზიცია აქვთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს სექტორულპოლიტიკასთან მიმართებაში და ვინაიდან საქართველო ევროპასთანდაახლოებას გეგმავს, შესაბამისად აგრეთვე მნიშვნელოვანია მოხდესმუდმივი შედარება და მიმდინარე სიტუაციაზე ზეგავლენა ევროკავშირისსექტორული პოლიტიკის სტანდარტების მიხედვით. ამ ბროშურისგამოქვეყნება ემსახურება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის(EUVEGE) მიზანს წვლილი შეიტანოს აღნიშნულ ორიენტაციის პროცესში.

შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროებში არსებული წარმატების მაგალითები
bestpracticeევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტი მხარს უჭერს საქართველოს სექტორული რეფორმის გატარებას შრომის ბაზრის / დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროებში. საქართველოს მთავრობა ისწრაფვის ამ სექტორების პოლიტიკის საერთაშორისო და განსაკუთრებით ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისაკენ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა პოზიცია აქვთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს სექტორულ პოლიტიკასთან მიმართებაში და ვინაიდან საქართველო ევროპასთან დაახლოებას გეგმავს, შესაბამისად აგრეთვე მნიშვნელოვანია მოხდეს მუდმივი შედარება და მიმდინარე სიტუაციაზე ზეგავლენა ევროკავშირის სექტორული პოლიტიკის სტანდარტების მიხედვით. ამ ბროშურის გამოქვეყნება ემსახურება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) მიზანს წვლილი შეიტანოს აღნიშნულ ორიენტაციის პროცესში.საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო გამოცდილების მრავალი მაგალითიდან ჩვენ ამოვარჩიეთ ის მაგალითები, რომლებიც ჩვენი აზრით პირდაპირ უკავშირდება მიმდინარე და სამომავლოდ გათვალისწინებულ ძვრებს სექტორული პოლიტიკის განვითარების საქმეში როგორც შრომის ბაზრის, აგრეთვე პროფესიული განათლების კუთხით. ამ ბროშურაში ჩვენ საქართველოს წარმატებული მაგალითებიც ჩავრთეთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აწმყოსა და მომავალში ერთობლივი ძალისხმევის გადაუდებელი საჭიროება, რომ განახლდეს შესაბამისი სექტორული პოლიტიკის სტრუქტურები, მეთოდები და ინსტრუმენტები, ჩვენ უკვე შეგვიძლია დღეს, აქ, საქართველოში ვიხილოთ წარმატებული და ეფექტური მაგალითები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ეს აგრეთვე ხაზს უსვამს იმას, რომ მოცემულ, და ხშირად არცთუ ისე ოპტიმალურ პირობებში, მაინც შესაძლებელია სექტორული პოლიტიკის ეფექტური სტრუქტურების ჩამოყალიბება და ამუშავება.ბროშურის ქართული ვერსიის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ.