პროექტის შესახებ

Folder cover outside

“უკეთესი უნარ-ჩვევები, უკეთესი სამუშაოსათვის” წარმოადგენს 2,7 მილიონ ევროიანი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დევიზს. აღნიშნული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა 2015 წლის 5 მარტს. EUVEGE პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმართულია საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირის პროექტი თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან. ამჟამად ორივე სამინისტრო თავის დარგში რთულ რეფორმებს ანხორციელებს: პირველი წარმოადგენს განათლების განვითარების სტრატეგიას 2012-2020 წლებში, ხოლო მეორე შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგიას და განხორციელების სამოქმედო გეგმას 2015-2018 წლებში.

EUVEGE პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარების და მხარდაჭერის უნარების განვითარების, პოლიტიკის მართვისა და მონიტორინგის სარეფერმო ღონისძიებისა შეფასებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. “რეფორმები ხორციელდება სამინისტროების მიერ და ჩვენ მათ ვეხმარებით საუკეთესო მიზნის მისაღწევად” – განაცხადა პროექტის ლიდერმა ვულფ შმიდერმა, რომელიც უკვე 20 წელია საერთაშორისო პროექტებში კონსულტანტად მუშაობს, როგორც შრომის ბაზრის ექსპერტი და უზადო რეპუტაციით სარგებლობს. მისი კოლეგა და ამავდროულად გუნდის ლიდერის მოადგილე ბ-ნი ჟან-მარკ კასტეჟონ, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზეა პასუხისმგებელი – რაც თავის მხრივ პროფესიულ სწავლებასა და გადამზადებას გულისხმობს.

მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემის მიერ მოწოდებულ უნარებსა და კვალიფიკაციებს შორის ერთგვარი სინერგის განვითარებაშია. “ჩვენ უნდა განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემა ისე, რომ კურსდამთავრებულებმა დაუყოვნებლივ შეძლონ სამუშაოს პოვნა, ვინაიდან მათ ექნებათ ის უნარ-ჩვევები და ცოდნა რაც დამსაქმებლებს ესაჭიროებათ.”

EUVEGE პროექტი მუშაობას 2014 წლის ნოემბრიდან შეუდგა. იგი დაიწყო ე.წ საწყისი ფაზით, რომელიც გამოყენებული იქნა სიტუაციის ანალიზისა და ბენეფიციარ სამინისტროებთან დადებითი სამუშაო გარემოს ჩამოსაყალიბებლად. “ამჟამად ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა და მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა, მაშინვე, როგორც კი მოხდება დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება.”-განაცხადა გუნდის ლიდერმა ვულფ შმიდერმა და განაგრძო “ჩვენ მოუთმენლად ველით თბილისსა და ზოგადად საქართველოში მუშაობის დაწყებას. ქართულ კოლეჯებში დიდი მონდომება და პირდაპირობა დავინახე. ყველამ იცის თუ რაოდენ აუცილებელია არსებული სიტუაციის გამოსწორება შრომის ბაზარზე არსებული ხალხისათვის, რათა მათ განავითარონ უნარ-ჩვევები და იპოვონ ისეთი სამუშაო, როგორსაც იმსახურებენ.”

ძირითადი მიზანი და მოსალოდნელი შედეგები

1. ზოგადი მონაცემები.

ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს განათლების განვითარების სტრატეგიას 2012-2020 წლებისათვის და შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას 2015-2018 წლებისათვის – რასაც მხარს უჭერს ევროკავშირის შესაბამისი სექტორის რეფორმის ხელშეკრულება. პროფესიული განათლებისა და გადამზადების ახალი სტრატეგია, შრომის ბაზრის სტრატეგასთან ერთობლიობაში, გააუმჯობესებს იმ სტრატეგიულ ძალისხმევას, რომელიც დასაქმებისა და გადამზადების შესაძლებლობების შესაქმნელად იქნა გაწეული. ამ კონტექსტში, დასაქმებისა და გადამზადების ახალი სტრატეგიები წარმოადგენს ევროკავშირის ამჟამინდელი „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის“ საფუძველს.


2. დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის მიზანი

პროექტის ზოგადი მიზანია:

ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას და გააუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა ისეთი ზომების დანერგვის მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ სინერგიას შრომის ბაზრის მოთხოვნასა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მიერ შემოთავაზებულ კვალიფიკაციებსა და უნარებს შორის.


3. პროექტის კონკრეტული მიზნებია:

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება. აგრეთვე მათი შესაბამისი სექტორის პოლიტიკის განვითარება, მართვა და მონიტორინგი;

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აგრეთვე მათი საქვეუწყებო დაწესებულებების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება, იმისათვის რომ მათ მოახდინონ შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება და ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში თავიანთი  ვალდებულებების შესრულება;

– ევროკავშირის დელეგაციის, ბენეფიციარი სამინისტროებისა და სხვა წამყვანი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა, რათა მათ მოახდინონ დასაქმებისა და პროფესიული სწავლების სექტორის რეფორმის ხელშეკრულების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება.

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ხელი შეეწყოს  შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროს რეფორმების განხორციელებას და გაძლიერდეს ბენეფიციარი სამინისტროების საკომუნიკაციო შესაძლებლობები.

კონსორციუმის ხელმძღვანელიIBF International Consulting
კომპანიის დასახელება: IBF საერთაშორისო კონსალთინგი
ქვეყანა: ბელგია
საქმიანობის სფერო/გამოცდილება: კომპლექსური ტექნიკური დახმარების პროექტის მართვა განსაკუთრებით პროფესიული განათლების სფეროში
img0094 img0095 img0096
კონსორციუმის პარტნიორი

კომპანიის დასახელება:  Archidata

ქვეყანა: იტალია

საქმიანობის სფერო:
საჯარო ადმინისტრაციის რეფორმები: განათლება, პროფესიული განათლება, შრომის ბაზრის და დასაქმების რეფორმები

კონსორციუმის პარტნიორი

კომპანიის დასახელება: სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკისა და კვლევის გერმანული პროპაგანდა (GVG)

ქვეყანა: გერმანია

საქმიანობის სფერო: სოციალური დაცვა და დასაქმება;

კონსორციუმის პარტნიორი

კომპანიის დასახელება: შოტლაანდის საკვალიფიკაციო ორგანო (SQA)

ქვეყანა: შოტლანდია

საქმიანობის სფერო:
განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში კვალიფიცაკიის ამაღლებისა და საკვალიფიკაციო სისტემის განვითარების საერთაშორისო ლიდერი

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

ევროკავშირი არის 28 წევრი სახელმწიფოს ერთობა, რომლის წევრებმა დროთა განმავლობაში არა მარტო ცოდნა და რესურსები, არამედ საკუთარი ბედიც დაუკავშირეს ერთმანეთს. ევროპის 50-წლიანი გაფართოების პროცესში ამ სახელმწიფოებმა სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების სივრცე შექმნეს და თან კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და პიროვნებისთავისუფლებები შეინარჩუნეს. ევროკავშირი მზად არის, მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა და ქვეყნებს თავისი მიღწევები დაფასეულობები გაუზიაროს.